ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის რაიონს მოიცავს. მისი ფართობიდაახლოებით 550 კმ²-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავისთემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში.
დღეს ფშავლები გაფანტულნი არიან მდინარე არაგვის, ივრის, ილტოს და ალაზნის სათავეებში, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს პანკისის ხეობაში. ფშავლები ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთში და შირაქში, მაგრამ ფშავის ძირეული მოსახლეობა და მისი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორია მოქცეულია ფშავის არაგვის ხეობაში.
1. https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავი
|
No comments:
Post a Comment